„ნაპოლის“ მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა - ჩვენს სასარგებლოდ პენალტი რომ დანიშნულიყო, შეიძლებოდა, მატჩის შედეგი სხვა ყოფილიყო #1TVSPORT
 „ნაპოლის“ მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა - ჩვენს სასარგებლოდ პენალტი რომ დანიშნულიყო, შეიძლებოდა, მატჩის შედეგი სხვა ყოფილიყო #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალოცონამ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში „ბარსელონასთან“ (1:3) დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ბევრი ბურთი დავკარგეთ და კარგად ვერ ვითამაშეთ. მეტოქეს სივრცეები გავუხსენით, რასაც ასეთი დონის გუნდები არავის ჰპატიობენ. თუმცა, იყო მომენტები, როცა კარგად ვითამაშეთ…

რას ვნანობ? ყველაზე მეტად იმას, რომ „ბარსელონას“ დონის რთულ მეტოქესთან სათამაშოდ მზად ვიყავით, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ ბევრი გოლი არ უნდა გაგვეშვა.

იყო თუ არა პენალტი? მომეჩვენა, რომ აშკარა პენალტი იყო. არ მესმის, რატომ არ აქვს ამ დონეზე VAR-ს დრო გადაწყვეტილების მისაღებად? მათ სწრაფად გადაწყვიტეს, რომ არაფერი იყო, რაც ძალიან საწყენია, რადგან ამას შეეძლო, მატჩის ბედი შეეცვალა“, – განაცხადა „ნაპოლის“ მწვრთნელმა.