„ნაპოლის“ მწვრთნელი - ეს იქნება რთული სეზონი, მაგრამ მოთმინება გვჭირდება #1TVSPORT
„ვერონასთან“ სერია A-ს პირველ მატჩამდე „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა და არ დამალა, რომ კლუბში არსებული საკადრო მდგომარეობით იმედგაცრუებულია.
„ჩვენ უკვე თვეზე მეტია, ვმუშაობთ, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ გუნდთან ერთად, ვნახე ბიჭები, რომლებსაც ინდივიდუალურად მუშაობა და გაზრდა სურთ. ეს მეხმარება და ენთუზიაზმს მმატებს. მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩვენთვის ეს კრიტიკული პერიოდია. გულშემატკივრებმა კი უნდა გაიგონ, რომ ეს „ნაპოლისთვის“ დელიკატური მომენტია.
ვეთანხმები პრეზიდენტს, საჭიროა სრული განახლება და 10-12 ახალი მოთამაშის დამატება. გვჭირდება მოთმინებაც, მაგრამ თავს უფლებას არ მივცემ, რომ ენთუზიაზმით დავინფიცირდე. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, როდესაც გუნდს თავიდან აშენებ. გაცილებით მეტი უნდა მივცეთ ფეხბურთელებს და კლუბის პერსონალს, ვიდრე წინა წლებში.
რაც შეეხება „ოპტას“ შეფასებას, რომ „ნაპოლის“ სეზონს მე-8 ადგილზე დაასრულებს – ეს არის სტატისტიკა, რომელიც ითვალისწინებს გასული წლის ზოგიერთ პარამეტრს და მერვე ადგილზე ამიტომ დაგვაყენა, მაგრამ ეს პარამეტრები სულ იცვლება.
მოდის წელი, როცა ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ რთული პერიოდისთვის, გავერთიანდეთ და მაქსიმუმი გავიღოთ. თუმცა ველოდი უკეთეს ვითარებას, პოზიტიურ სიურპრიზებს. არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ ნულთან.
ერთ წელიწადში ყველაფერს ვერ გავაკეთებთ. სხვა ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და მე მესმის კლუბის სირთულეები: ეს არის მოჯადოებული წრე. ეს არ ნიშნავს, რომ ენთუზიაზმი გაქრა“.