„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს კლუბიდან წასვლის სანაცვლოდ, მოპარული ავტომობილის დაბრუნებას დაპირდნენ #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის დაპირდნენ მისი მოპარული ავტომობილის დაბრუნებას, თუ ის დატოვებს ნეაპოლური კლუბის დამრიგებლის პოსტს, – ამის შესახებ დაწერა Sport Mediaset-მა.
2021 წლიდ ოქტომბერში ოცნობებმა სასტუმროს პარკინგიდან სპალეტის „ფიატ პანდა“ გაიტაცეს. და ახლა, დამნაშავეებმა „ნაპოლის“ სტადიონთან გამოფინეს ბანერი, რომელზეც წერია: „16-10-21 (ქურდობის თარიღი). სპალეტი, დაგიბრუნებთ ავტომობილს, თუ წახვალ“.
უფრო ადრე „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ სპალეტი მომავალ სეზონში გააგრძელებს მუშაობას თავის ამჟამინდელ კლუბში.
სერია A-ს გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „ნაპოლი“ მესამე ადგილზეა. გუნდმა გაინაღდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, მაგრამ ჩემპიონობის შანსი არ აქვს.