„ნაპოლის“ მფლობელი შესაძლოა ყატარი გახდეს
„ნაპოლის“ მფლობელი შესაძლოა ყატარი გახდეს

ყატარის მმართველი ოჯახი მზად არის სერია A-ს ერთ-ერთი გრანდის „ნაპოლის“ შესაძენად, – წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“.

წყაროს ცნობით, კლუბის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა და მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა დაკარგა ინტერესი გუნდის მიმართ და შეიძლება მიიღოს ყატარული მხარის წინადადება. აურელიო დე ლოურენტისი, ჯერჯერობით, ფიქრობს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

როგორც ირკვევა, ყატარის ემირმა იტალიელს „ნაპოლის“ სანაცვლოდ 560 მილიონი ევრო შესთავაზა.

დე ლაურენტისმა კლუბი 2004 წელს შეიძინა, როცა „ნაპოლი“ სერია C-ში იმყოფებოდა.

დღეისთვის, ნეაპოლური გუნდი იტალიის ჩემპიონატის გათამაშების ცხრილში მეშვიდე პოზიციაზეა.