საინტერესო წერილი გამოაქვეყნა persemprenapoli-მ, სადაც წერია, რომ ახალწვეულებიდან ტიფოზებში ყველაზე მეტ ინტერესს ხვიჩა კვარაცხელია იწვევს. თუმცა მის სახელს მაინც არასწორად წერენ – ხვიჩას ნაცვლად „კვინჩა“
„კვინჩა“ კვარაცხელია, სიურპრიზი, რომელსაც ყველა ელოდება
„კვინჩა“ კვარაცხელია, „ნაპოლის“ ახალი შენაძენი, რომელიც ყველაზე მეტად ასტიმულირებს გულშემატკივართა ფანტაზიას, ყოველთვის მომღიმარია – ის მომენტის პერსონაჟია. არ წყვეტს ხელის ქნევას გულშემატკივრებისკენ, რომლებიც მას ტრიბუნებიდან ეძახიან. ოლივეირასთან ერთად ის ერთ-ერთი ახალწვეულია და თავისი ტექნიკური უნარები გუნდში მისვლისთანავე გამოავლინა“.
კვარაცხელია მართლა გაურკვეველი გვარია
„შეუძლიათ აძურის გულშემატკივრებმა გაახარონ თავიანთი კერპი? კარგი დავალებაა, თუ ქართველის გვარისა და სახელის გაშიფვრის სირთულეზე ფიქრობთ. ღვთის გულისთვის, არაფერი პირადული, მაგრამ ნეაპოლში გულშემატკივრები ყველაფერს ცდილობენ, ამბობენ – კარაშელიას, კარაშელიას ან თუნდაც კუარასელია. ბიჭის ტექნიკური ოსტატობის წყალობის გათვალისწინებით ნეაპოლელებს დრო კიდევ ექნებათ, ახალგაზრდა ქართველის გვარი სწორად რომ გამოთქვან“.
კვარაცხელია, ვიდეო მეტი განმარტებით!
„ნაპოლიმ“ დასაზუსტებლად ნაბიჯი გადადგა და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ქართველი ცდილობს ხალხმა გაიგოს, როგორ წარმოთქვას თავისი გვარი. „ვიცი, ჩემი სახელი და გვარი ძნელი წარმოსათქმელია, ამიტომ მინდა დაგეხმაროთ“, – თქვა კვარაცხელიამ ინგლისურად.
კვარაცხელია შეკრებაზე
ამასობაში ახალმა შენაძენმა 77-ნომრიანი მაისური აირჩია და სავარაუდოდ, ფორმაზე მისი გვარი სრულად დაიწერება იმ იმედით, რომ საზოგადოება მიეჩვევა. ამასობაში მან თავად მიიღო ის მეტსახელი, რომელსაც ყველა სპონტანურად იყენებს – „კვარა“. მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი მას ყურადღებით ადევნებს თვალს. მან ვარჯიშის ევროპული მეთოდები უნდა აითვისოს და მწვრთნელის მითითებებს მოედანზე მოძრაობებზე მეტი ყურადღება მიაქციოს“, – წერია persemprenapoli-ში გამოქვეყნებულ წერილში.