„ნაპოლის“ დირექტორმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა - ანჩელოტის დროს ხვიჩას ტრანსფერში 30 მილიონი მოგვთხოვეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მიმდინარე სეზონის უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია – „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელთან კონტრაქტის გახანგრძლივების დეტალებზე გამოცემა Corriere dello Sport-თან ისაუბრა.
„კვარაცხელიას ტრანსფერზე ჯერ კიდევ კარლო ანჩელოტის პერიოდში ვფიქრობდით. მაშინ ხვიჩა ყაზანის„ რუბინში“ თამაშობდა, რომელმაც კონტრაქტში 30 მილიონი ევრო მოითხოვა, მაგრამ ეს მიუღებელი თანხა იყო და გავჩერდით.
ყველაფერი შეიცვალა უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, როდესაც კვარაცხელია რუსეთიდან წამოვიდა და მისი ღირებულება შეცვალა. ტრანსფერზე მუშაობა კი ხვიჩას ბათუმის „დინამოში“ გადასვლის შემდეგ დავასრულეთ.
კონტრაქტის გახანგრძლივებას რაც შეეხება, აგენტებთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ. არსებული გარიგება ძალაშია კიდევ ოთხი წელი იმოქმედებს. ასე რომ, ამ კუთხით პრობლემა არ არის“, – აცხადებს კრისტიანო ჯუნტოლიმ.