ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი კითხვებს არ ბადებს. ამის შესახებ „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, იტალიელმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ნათლად განაცხადა, რომ კლუბი ქართველი მოთამაშის ტრანსფერს არ გეგმავს.
„ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შესაძლებლობა არ არსებობს. ეს არ არის დამოკიდებული შეთავაზებაზე ან თანხაზე, ის, უბრალოდ, ჩვენთან დარჩება“, – განაცხადა ჯუნტოლიმ გამოცემა As-თან ინტერვიუში.
ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც მხოლოდ 21 წლისაა, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა „ნაპოლიში“, რომელმაც სეზონის სენსაციურად დაიწყო. ნეაპოლური გუნდი ლიდერობს სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა.