„ნაპოლის“ დირექტორი - კვარაცხელია იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით #1TVSPORT
„ნაპოლის“ დირექტორი - კვარაცხელია იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით #1TVSPORT

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრიშტიანო ჯუნტოლიმ Amazon Prime-სა და Sky Sport Italia-სთან ვრცელ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „აინტრახტი“ ორი მატჩის ჯამში 5:0 (2:0, 3:0) დაამარცხა და ისტორიაში პირველად ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს. ჯუნტოლი ამბობს, რომ კვარაცხელიამ მოლოდინს გადააჭარბა.

„კვარაცხელიას კლასი დიდი ხნის წინ შევნიშნეთ. მას მთელი სამი წელი ვაკვირდებოდით – ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ბავშვი იყო. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ არცერთი სხვა კლუბი არ იქნებოდა მზად, მისი ტრანსფერი გამოესყიდა იმ ფასად, რასაც თავიდან (ყაზანის „რუბინი“) ითხოვდა.

 

მერე მოხდა სამწუხარო ამბავი, დაიწყო ომი, რამაც რუსულ კლუბებს ცხოვრება გაურთულა. ჩვენც ტრანსფერის განხორციელება ვცადეთ. ვიმედოვნებდით, რომ დიდ ფეხბურთელს შევიძენდით, მაგრამ ხვიჩა იმაზე უკეთესად ათამაშდა, ვიდრე ველოდით“, – განაცხადა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ აქამდე არასოდეს მიუღწევია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე. ამავე დროს, 2005-2006 წლების შემდეგ პირველად ხდება, რომ ამ ეტაპზე სამი იტალიური კლუბი გავიდა – ლუჩანო სპალეტის გუნდის გარდა, მეოთხედფინალის საგზური „ინტერმა“ და „მილანმა“ მოიპოვეს.