„ნაპოლის“ ჩემპიონობამდე მხოლოდ ქულა აშორებს - ყველა შესაძლო კომბინაცია #1TVSPORT
„ნაპოლის“ ჩემპიონობამდე მხოლოდ ქულა აშორებს - ყველა შესაძლო კომბინაცია #1TVSPORT

ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „სალერნიტანასთან“ ფრე ითამაშა და „სტადიო მარადონაზე“ შეკრებილი გულშემატკივრები ჩემპიონობის გაფორმებით ვერ გაახარა, მაგრამ ახლა სანატრელ ტიტულთან მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილ ექვს ტურში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მხოლოდ ერთი ქულაც რომ მოიპოვოს, „სკუდეტოს“ ჩაიბარებს.

სპალეტის გუნდი დაცვაში უყურადღებობის გამო დაისაჯა, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის. „ნაპოლის“ შეუძლია „სკუდეტოს“ (ჩემპიონობის) მოგება ხუთშაბათს, 4 მაისს, როდესაც გასვლაზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

„ნაპოლის“ 18 ქულით ჩამორჩება „ლაციო“, რომელიც „ინტერთან“ 1:3 დამარცხდა. სერია A-ს დასრულებამდე ექვსი ტური დარჩა და თუ „ნაპოლი“ „უდინეზესთან“ ერთ ქულას მაინც მოიპოვებს, „სკუდეტოს“ მოიგებს – იმ შემთხვევაშიც კი, თუ რომაელები „სასუოლოს“ შემდეგ ტურში  3 მაისს დაამარცხებენ.

ასეთ შემთხვევაში, სხვაობა 16 ქულამდე შემცირდება, მაგრამ დარჩენილ ხუთ ტურში „ლაციო“, მაქსიმუმ, 15 ქულას თუ მოიპოვებს და „ნაპოლის“ თეორიულადაც ვეღარ დაეწევა.

თუმცა, „ნაპოლის“ ასევე შეუძლია, მოიგოს სკუდეტო ოთხშაბათს საღამოს, თუ „ლაციო“ „სასუოლოსთან“ შეხვედრას ფრედ დაასრულებს. ერთი სიტყვით, ლუჩანო სპალეტის გუნდის დიდ ზეიმს უახლოვდება და შესაძლოა, ტიტული დარჩენილი მატჩების მოუგებლადაც მოიპოვოს.