„ნაპოლის“ ბრაზილიელი ნახევარცმცველით „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდება
„პარი სენ-ჟერმენი“ იტალიური „ნაპოლის“ ბრაზილიელი ნახევარცმველით, მარკეს ალანით ინტერესდება. ამის შესახებ „კალჩომერკატო“ იუწყება. წყაროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში ალანს ურთიერთობა გაუფუჭდა „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსთან, რის გამოც ბრაიზილიელი სეზონის ბოლომდე გუნდიდან წასვლას გეგმავს.
„პსჟ“ ჯერ კიდევ შარშან ცდილობდა ფეხბურთელის გადაბირებას, თუმცა კლუბები ვერ შეთანხმდნენ. ალანის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ტრანსფერის თანხამ კი შესაძლოა 40-45 მილიონი ევრო შეადგინოს.
29 წლის ალანი 2015 წლამდე „უდინეზეში“ თამაშობდა და ნეაპოლურმა გუნდმა მასში 11,5 მილიონი ევრო გადაიხადა.