„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი - იმედია, ოსიმენი და კვარაცხელია კვლავ მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ #1TVSPORT
„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ წინასასეზონო შეკრება დაიწყო და პრესკონფერენციაზე გუნდს მიზნებსა და ფეხბურთელებზე ისაუბრა.
„უნდა ვეცადოთ, გუნდიდან რაც შეიძლება ნაკლები მოთამაშე გავუშვათ. ყველა მწვრთნელს სურს, სრულყოფილი შემადგენლობა ჰყავდეს, მაგრამ ეს უტოპიაა. კიმი ჩვენთან აღარ ითამაშებს, ახალი მცველის მოსაძებნად ბევრი დრო გვაქვს, კლუბი ამაზე მუშაობს.
დანარჩენი მოთამაშეებიდან „ნაპოლიში“ ყველას დავტოვებდი. შესაძლოა, ზოგიერთი რგოლი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ვარჯიშზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და საქმეში ვნახავთ. იმედი მაქვს, მათ შორის ვიპოვი ერთ ფეხბურთელს მაინც, რომელიც მომავლი „ნაპოლის“ ნაწილი გახდება.
რაც შეეხება ოსიმენს, დარწმუნებული ვარ, რომ ის ბედნიერია ჩვენთან და კვლავ სურს, „ნაპოლიში“ დიდი საქმეები აკეთოს.
იმედი მაქვს, კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ და ახალ სეზონშიც დიდი სამსახურს გაგვიწევენ. ვცდილობ, აქცენტი ცალკეული მოთამაშეებზე არ გავაკათო და წინა პლანზე გუნდური ინტერესები დავაყენო.
როგორ ვითამაშებთ ახალ სეზონში, ეს მაშინ გადაწყდება, როცა სრული შემადგენლობა გვეცოდინება. უპირველეს ყოვლისა, მჭირდება ჭკვიანი გუნდი, რომელმაც იცის, როგორ ითამაშოს. ყოველთვის უნდა გვქონდეს თამაშის განვითარების რამდენიმე გეგმა, რათა ისე ვითამაშოთ, როგორც მინდა.
გვჭირდება კარგი ფიზიკური ძალის მქონე საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც ანგისას დაეხმარება. ეს არის ის მახასიათებელი, რომლებსაც ჩვენ ვეძებთ.
მომზადების დროს დიდი ინტენსივობა უნდა იყოს. სექტემბრიდან, როცა ჩემპიონთა ლიგაზე დავიწყებთ თამაშს, სამ დღეში ერთხელ მოგვიწევს მატჩების გამართვა, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ.
ვმუშაობთ ბურთის ფლობაზე, მაღალ პრესინგზე და, უპირველეს ყოვლისა, ბურთის დაკარგვის შემდეგ მის დაუყოვნებლივ დაბრუნებაზე. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მეტის გაკეთება შეუძლიათ, როგორც მეტოქის ნახევარზე თამაშისას, ასევე კონტრშეტევებზე.
შეტევაში გვყავს პოლიტანო, ლოსანო, ელმასი, რასპადორი, სიმეონე, ასევე კვარაცხელია და ოსიმენი – ეს ჩვენი სიმდიდრეა, რომელიც რთულ სეზონზე დაგვეხმარება. ამავე დროს, უნდა ვიმუშაოთ საჯარიმო დარტყმებსა და პენალტებზე, რაც მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალებია“, – ამბობს „ნაპოლის“ მწვრთნელი.
„ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ შეკრებაზე საკონტროლო მატჩები დაგეგმა. 20 ივლისს გუნდს პირველ ამხანაგურ მატჩს სამოყვარულო „ანაუნესთან“ გამართავს, სეზონს კი 20 აგვისტოს გიორგი კვერნაძის „ფროსინონესთან“ მატჩით დაიწყებს.