„ნაპოლიმ“ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, სკოტ მაკტომინეის შეძენის შესახებ.
ინგლისურმა კლუბმა თავის აღზრდილში 30 მილიონი ევრო მიიღო, გარდა ამისა, მომავალში 10 პროცენტს მიიღებს იმ თანხიდან, რომლითაც „ნაპოლი“ შოტლანდიელს სხვა კლუბში გაყიდის.
ნეაპოლელებმა შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველთან 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმეს ხელშეკრულება.
26 წლის მაკტომინეიმ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 255 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.