„ნაპოლიმ“ მადრიდის „რეალიდან“ რაფა მარინი შეიძინა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ მადრიდის „რეალიდან“ რაფა მარინი შეიძინა #1TVSPORT

ახალი სეზონის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა, „ნაპოლიმ“ მორიგი ტრანსფერი დაადასტურა. იტალიის 2022/23 წლის ჩემპიონის რიგებს მადრიდის „რეალიდან“ 22 წლის მცველი რაფა მარინი შეუერთდა.

„ნაპოლის“ გარიგება 12 მილიონი ევრო დაუჯდა და ესპანელ ფეხბურთელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულებაში ასევე ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „რეალს“ ფეხბურთელის უკან გამოსყიდვა შეუძლია.

ანტონიო კონტეს გუნდში მისვლის შემდეგ „ნაპოლიმ“ „რომადან“ მარცხენა მცველი ლეონარდო სპინაცოლაც დაიმატა. მოსალოდნელია, „პარტენოპეი“ უახლოეს მომავალში „ტორინოდან“ ალესანდრო ბონჯორნოს ტრანსფერსაც დაადასტურებს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ გუნდის რიგებში დარჩება კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს არც ხვიჩა კვარაცხელიასთან დამშვიდობება სურს.