საუდის არაბეთის ერ-რიადში დასრულდა იტალიის სუპერთასის გათამაშება. ფინალში იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ 2:0 დაამარცხა „ბოლონია“.
ორივე გოლი მატჩში გარემარბმა დავიდ ნერეშმა გაიტანა – მან 39-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 57-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში „ნაპოლიმ“ 2:0 მოუგო „მილანს“, „ბოლონიამ“ კი „ინტერს“ სძლია პენალტების სერიაში (1:1, 3:2 პენ) და თავის ისტორიაში პირველად გავიდა სუპერთასის ფინალში.
ნეაპოლელებისთვის ეს იყო მესამე გამარჯვება ამ ტურნირზე, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კი კარიერაში მე-11 ტიტული მოიპოვა.