მექსიკის ნაკრების ნახევარმცველი ირვინგ ლოსანო, რომელზეც უფლებები „ეინდჰოვენს“ ეკუთვნის, კარიერას იტალიაში გააგრძელებს. როგორც გამოცემა „ჰაძეტა დელო სპორტი“ (Gazzetta dello Sport) წერს, ჰოლანდიური კლუბის ხელმძღვანელობამ 24 წლის ფეხბურთელის „ნაპოლიში“ გადასვლის პირობები შეათანხმა.
ადრე დაიწერა, რომ გარიგების თანხა 42 მილიონი ევროს შეადგენს. კიდევ ხუთ მილიონს მექსიკელის აგენტს მინო რაიოლას გადაუხდიან. ჯერჯერობით უცნობია, რა ვადით გაფორმდა ხელშეკრულება, მაგრამ ცნობილია ის, რომ „ნაპოლიში“ ყოფნის პერიოდში ლოსანო 43 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
2018-19 წლების სეზონში ლოსანომ 21 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი შეასრულა 40 ოფიციალურ მატჩში.