„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კომენტარი გაუკეთა ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მის კლუბს შვედ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენა სურს.
„როცა ანჩელოტი იყო აქ, ჩვენ ვფიქრობდით ზლატანზე. მაგრამ ახლა სულ სხვა პრიორიტეტები გვაქვს. უნდა ვცადო გუნდის უფრო მაღალ ადგილზე დაბრუნება“, – თქვა დე ლაურენტისმა.
„ნაპოლიმ“ ერთი კვირის წინ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა – კარლო ანჩელოტის ადგილი ჯენარო გატუზომ დაიკავა, რომლის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა – სერია A-ს ბოლო ტურში ნეაპოლელებმა შინ წააგეს „პარმასთან“.
იბრაჰიმოვიჩი ორი სეზონი თამაშობდა „ლოს ანჯელეს გელაქსიში“ და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს.