„ნაპოლიმ“ ჰოილუნდი იჯარით აიყვანა #1TVSPORT
რასმუს ჰოილუნდი „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა.
იტალიის ჩემპიონმა გამოაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის იჯარით აყვანის შესახებ. „ნაპოლის“ მომავალი წლის ზაფხულში დანიელი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ნაპოლი“ ჰოილუნდის იჯარისთვის 6 მილიონ ევროს გადაიხდის, სრულფასოვანი ტრანსფერისთვის – 44 მილიონს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გამოსყიდვის პუნქტი ძალაში შევა მხოლოდ „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში.
გასულ სეზონში დანიელმა პრემიერლიგაში 32 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.