„ნაპოლიმ“ გასვლაზე „სამპდორია“ დაამარცხა - კვარაცხელიას გუნდი „იუვენტუსს“ შვიდი ქულით ასწრებს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში „სამპდორიას“ წინააღმდეგ ითამაშა. „ნაპოლიმ“ ტურის მნიშვნელოვანი შეხვედრა 2:0 მოიგო. სერია A-ს მე-17 ტურის ეს მატჩი გენუაში გაიმართა, ხვიჩა კვარცხელია კი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ნეაპოლელებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მე-6 წუთზე მიეცათ, როდესაც ზამბო ანგისას წაქცევისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მატეო პოლიტანომ ბურთი ძელს მოარტყა და შანსი გაანიავა.
ხვიჩას პირველ ტაიმში სამჯერ (21-ე, 31-ე და 45+2-ე წუთებზე) შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ კარგი მომენტებით ვერ ისარგებლა. მატჩის გმირი ოსიმენი გახდა, რომელმაც მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა. ნიგერიელ თავდამსხმელთან უხეშობისთვის 39-ე წუთზე „სამპდორიას“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ოსიმენის წაქცევისთვის ტომას რინკონი გააძევეს და მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ.
კვარაცხელია ლუჩანო სპალეტიმ 62-ე წუთზე შეცვალა, „ნაპოლიმ“ კი მეორე გოლიც გაიტანა. ელიფ ელმასმა მალევე პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად უნაკლოდ შეასრულა და სტუმრებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 2:0.
17 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 44 ქულა დააგროვა და პირველ ადგილს ინარჩუნებს, მეორეადგილსოან „იუვენტუსს“ კი 7 ქულით უსწრებს.