„ნაპოლიმ“ დრის მერტენსის წასვლა დაადასტურა #1TVSPORT

13:28, 25.07.2022

„ნაპოლიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა გუნდიდან დრის მერტენსის წასვლის შესახებ.

35 წლის ფეხბურთელი ნეაპოლს კონტრაქტის ამოწურვის მიზეზით ტოვებს. „ნაპოლიმ“ ეს ინფორმაცია საკუთარ სოციალურ ქსელში დაადასტურა.

ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი „ნაპოლიში“ 2013-14 წლების სეზონიდან თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში 397 მატჩში 148 გოლი გაიტანა. მერტენსი ნეაპოლური კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბიმბარდირია.

მსგავსი