„ნაპოლიმ“ „ჟირონასთან“ პენალტების სერია მოიგო - კვარაცხელიამ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი შეხვედრა ესპანურ კლუბ „ჟირონასთან“ გამართა და პენალტების სერიით მეტოქე დაამარცხა (1:1 – ძირითადი დრო, პენალტები – 4:2).
ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად რუდი გარსიამ ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშა. ქართველი შემტევი სათადარიგოებში იყო, ისევე როგორც სასტარტო შემადგენლობის კიდევ რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის, ვიქტორ ოსიმენი.
ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო. ანგარიში კი მე-13 წუთზე „ჟირონას“ მოთამაშე სტუანიმ გახსნა. ნეაპოლელებმა წონასწორობა 42-ე წუთზე პენალტით აღადგინეს, რომელიც სიმეონემ ზუსტად შეასრულა.
მეორე ტაიმში საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შემქნა, მაგრამ კარის აღება ვერ მოახერხეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა. თუმცა, გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც „ნაპოლიმ“ უკეთ შეასრულა – 4:2.