„ნაპოლიმ“ „ბრაიტონთან“ შოტლანდიელი ნახევარმცველის, ბილი გილმორის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ „ბრაიტონთან“ შოტლანდიელი ნახევარმცველის, ბილი გილმორის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

„ნაპოლიმ“ ინგლისურ „ბრაიტონთან“ შოტლანდიელი ნახევარმცველის, ბილი გილმორის ტრანსფერის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ბონუსების ჩათვლით, „ნაპოლის“ ბრიტანელი ფეხბურთელის ტრანსფერი 17-18 მილიონი ევრო დაუჯდება. 23 წლის გილმორი უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტზე ხელს მოაწერს.

გილმორი „ჩელსის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდშიც ირიცხებოდა და 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე რომელუ ლუკაკუს შეძენას და ვიქტორ ოსიმენის გაყიდვასაც შეეცდება. ცოტა ხნის წინ კი კლუბმა ბრაზილიელი შემტევის, დავიდ ნერეშის შეძენის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.