„ნაპოლიმ“ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ, შეიძლება, მაძარი დაითხოვოს #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ, შეიძლება, მაძარი დაითხოვოს #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ, შესაძლოა, უახლოეს ხანში დატოვოს გუნდი, – იტყობინება ჟურნალისტი მატეო მორეტო.

წყაროს ცნობით, 62 წლის სპეციალისტის ბედი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ის შეიძლება დაითხოვონ „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალის წინ, რომელიც 21 თებერვალს გაიმართება.

ამტკიცებენ, რომ მაცარის შეცვლაზე მთავარი კანდიდატია სლოვაკეთის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა, რომელიც ადრე შედიოდა ნეაპოლელთა საწვრთნელ შტაბში. ელოდებიან, რომ ის პოსტებს შეათავსებს.

ასე რომ, „ნაპოლიმ“ შეიძლება უკვე მეორედ შეცვალოს მწვრთნელი მიმდინარე სეზონში. მაძარიმ გუნდი ნოემბერში ჩაიბარა, როცა რუდი გარსია დაითხოვეს.

24 ტურის შემდეგ 36 ქულით „ნაპოლი“ სერია A-ს ცხრილში მე-10 ადგილზეა.