„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გამოაცხადა „ბარსელონასთან“ ორმატჩიანი დაპირისპირების შესახებ. ეს იქნება მატჩები „ლა ლიგა – სერია A“-ს თასზე.
„მე დავპირდი საჩუქარს იტალიელ გულშემატკივრებს და ახლა შემიძლია გაგიმხილოთ იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც ესპანურ კლუბთან დავდეთ. ჩვენ ჩავატარებთ „ლა ლიგა – სერია A“-ს თასს „ბარსელონას“ წინააღმდეგ“, – მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები „ნაპოლის“ ოფიციალურ გვერდს.
მატჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. პირველ დაპირისპირებას 7 აგვისტოს მაიამი უმასპინძლებს, საპასუხოს 10 აგვისტოს – დეტროიტი.