„ნაპოლიმ“ 36 წლის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესა, იტალიელთა ბომბარდირი კვარაცხელიაა [ვიდეო] #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ 36 წლის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესა, იტალიელთა ბომბარდირი კვარაცხელიაა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაპოლიმ“ 26 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსი“ 3:0 დაამარცხა და ტურნირზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვებით საკლუბო რეკორდი დაამყარა.

საწყის 16 წუთში შოტლანდიის პრემიერლიგის გუნდთან ჯოვანი სიმეონემ დუბლი შეასრულა, მესამედ კი „რეინჯერსის“ კარი ლეო ოსტიგარდმა აიღო. ეს იყო ნეაპოლელებისთვის ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-12 მოგება.

ნაპოლიმ“ ზედიზედ 11 გამარჯვება ორჯერ მოახერხა – 1929 და 1986 წლებში – მეორეში კი დიდი წვლილი გუნდის ლეგენდა, დიეგო მარადონამ შეიტანა, ახალ რეკორდულ სერიაში კი დიდ წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის.

„ნაპოლი“ სერია A-შიც ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც. გუნდმა 16 თამაშში 46 გოლი გაიტანა, რომლებიც 16 მოთამაშის ანგარიშზეა.

საუკეთესო ბომბარდირი ხვიჩა კვარაცხელიაა 7 გოლით (პლუს 6 საგოლე გადაცემა). ქართველმა თავდამსხმელმა 15 მატჩში 5 გოლი იტალიის ჩემპიონატში გაიტანა, ხოლო 2 – ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ბოლო ტურში „რეინჯერსთან“ დაასვენეს და შედეგის გაუმჯობესების შანსი არ მიეცა.

„ნაპოლის“ საუკეთესო ბომბარდირები:

ხვიჩა კვარაცხელია – 7 გოლი

ჯოვანი სიმეონე – 6 გოლი

ჯაკომო რასპადორი – 5 გოლი

ვიქტორ ოსიმენი – 5 გოლი

მატეო პოლიტანო – 4 გოლი

პიოტრ ზელინსკი – 4 გოლი