იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის შეხვედრა „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ შორის, შესაძლოა, 29 აპრილის ნაცვლად, კვირას, 30 აპრილის ჩატარდეს. ამის თაობაზე კლუბისა და ნეაპოლის პრეფექტურის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე იმსჯელეს, – ინფორმაციას რადიო Goal-ი ავრცელებს.
შეხვედრის 30 აპრილისთვის გადატანაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა, მაგრამ ამის შესაძლებლობა რეალურია.
მატჩის გადადება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პრეფექტმა მოითხოვა. საქმე ის არის, რომ ამ უქმეებზე ნეაპოლში კომიქსების საერთაშორისო ფესტივალი – Comicon-ი იმართება, რომელიც „სტადიო მარადონას“ სიახლოვეს ტარდება. გარდა ამისა, შაბათს დაგეგმილია „ნაპოლი“-„პესაროს“ საკალათბურთო მატჩიც, რომელიც 19:00 საათზე იწყება და დარბაზი სტადიონთან ასევე ძალიან ახლოსაა.
„ნაპოლი“-„სალერნიტანას“ შეხვედრის თარიღის შეცვლის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.