ბრიტანული გაზეთის DailyMail-ის ინფორმაციით, “ნაპოლი” მზად არის მადრიდის “რეალის” ფორვარდ ქარიმ ბენზემას სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ ტრანსფერის მთავარი ინიციატორი ნეაპოლელთა ახალი დამრიგებელი კარლო ანჩელოტია.
თავის დროზე, ბენზემა ანჩელოტის ხელმძღვანელობით თამაშობდა “რეალში” და ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს.
რამდენიმე დღის წინ, 30 წლის ბენზემამ “სამეფო კლუბს” გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართა. ასე რომ, მადრიდულ გუნდში მისი ცხრაწლიანი კარიერა დასრულებულია. ფრანგმა 276 მატჩში 127 გოლი გაიტანა.