„ნაპოლი“ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
„ნაპოლი“ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „ნაპოლი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

* ვიქტორ ოსიმჰენი პირველი ფეხბურთელია „ნაპოლიდან“, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის რაუნდის ორივე მატჩში გაიტანა.

* ოსიმჰენს 2023 წელს 14 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.

* პირველად ბოლო 17 წელიწადში იტალიას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სამი გუნდი ეყოლება. ბოლო ორი სეზონი იტალიის არცერთი გუნდი არ გასულა ამ ეტაპზე.

* იტალია ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ჯერჯერობით არცერთი გუნდი არ დაუკარგავს სამივე ევროტურნირზე – 7/7.

 

ნაპოლი-აინტრახტი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ოსიმენი (45+2), 2:0 ოსიმენი (53), 3:0 ზელინსკი (67-პენ)

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, მინ-ჟაე კიმი (66. ჟუან ჟეზუში), მარიო რუი, ზამბო-ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი (74. ნდომბელე), პოლიტანო (66. ლოსანო), კვარაცხელია (74. ელმასი), ოსიმენი (81. სიმეონე).

აინტრახტი: ტრაპი, ბუტა, ტუტა, ნდიკა, ლენცი (67. მაქსი), როდე (74. იაკიჩი), სოვი, კნაუფი (62. ალიდუ), გიოტცე, კამადა, ბორე.