იტალიის სერია A-ს ლიდერი „ნაპოლი“ მზად არის ნახევარდაცვის ხაზის გასაძლიერებლად. როგორც იტალიელი ჟურნალიტი დანიელე ლონგო წერს, ნეაპოლელები გაიფორმებენ მაროკოელ აზედინ უნაჰის. ტრანსფერის თანხა 20 მილიონი ევრო იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი ამ სეზონში მაინც ვერ გააკეთებს აქცენტს უნაჰიზე. ნახევარმცველი იჯარით ისევ „ანჟერსში“ დარჩება, სადაც მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილი გაატარა.
აზედინ უნაჰი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ აღმოჩენად მოინათლა.