იტალიური „ნაპოლი“ თავდამსხმელ ფერნანდო ლორენტესადმი ინტერესს გამოხატავს, რომელსაც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს.
34 წლის ესპანელი ნეაპოლელებისთვის სათადარიგო ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ კლუბი სხვა უმაღლესი დონის თავდამსხმელს ვერ შეიძენს, იტყობინება „სქაი სპორტსი“ (Sky Sports). ჯერჯერობით, თვითონ ლორენტეს არ გადაუწყვეტია, თუ სად გააგრძელებს კარიერას.
2018/2019 წლების სეზონში ესპანელი „ტოტენჰემის“ რიგებში ასპარეზობდა. მან მოედანზე 1238 წუთი გაატარა, გაიტანა რვა გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.