ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების მარცხენა მცველი ბენ ჩილუელი, შესაძლოა, „ნაპოლიში“ გადავიდეს, – ინფორმაციას გამოცემა „სანი“ ავრცელებს.
წყაროს ცნობით, „ნაპოლი“ ფეხბურთელით სერიოზულად ინტერესდება და ზამთარში მის იჯარით დამატებაზე აქტიურად იმუშავებს.
„ჩელსის“ ახალი მწვრთნელის, იტალიელი ენცო მარესკას გეგმებში ჩილუელი აღარ შედის და ფეხბურთელიც მზადაა, გარემო გამოიცვალოს. მისით, „ნაპოლის“ გარდა, ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი ინტერესდება.
27 წლის ჩილუელი „ჩელსის“ 2020 წელს „ლესტერიდან“ შეუერთდა. გუნდთან ერთად მან 2021 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.