„ნაპოლი“ ლო ჩელსოს ზელინსკის შემცვლელად განიხილავს #1TVSPORT
„ნაპოლი“ ლო ჩელსოს ზელინსკის შემცვლელად განიხილავს #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონმა „ნაპოლიმ“, შესაძლოა, „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი ჯოვანი ლო ჩელსო გაიფორმოს.

ვებგვერდ Calciomercato.com-ის ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბი 27 წლის არგენტინელს განიხილავს პეტრ ზელინსკის სავარაუდო შემცვლელად, რომელსაც რომის „ლაციო“ და საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბი ეპატიჟება.

„ნაპოლის“ განზრახული აქვს ლო ჩელსოს ერთი წლით იჯარით აყვანა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.

გასულ სეზონში ნახევარმცველმა იჯარით „ვილიარეალში“ ითამაშა, 29 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.