„ნაპოლი“ კვარაცხელიას რონალდოთი ჩანაცვლებას არ აპირებს - ქართველი შეუდარებელია და არ იყიდება #1TVSPORT
კრისტიანო ჯუნტოლიმ კატეგორიულად გამორიცხა, რომ „ნაპოლი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდის, – ამის შესახებ „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კომენტარი სააგენტო DAZN-თან გააკეთა.
კრისტიანო ჯუნტოლიმ დააფიქსირა კლუბის პოზიცია კვარას გაყიდვასთან დაკავშირებით.
„ის თავის მოვალეობას ძალიან კარგად გაუმკლავდა, როგორც ბევრი ახალწვეული. იანვრის სატრანსფერო ბაზრამდე კი ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი და საინტერესო არაფერია. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კვარა ჩვენთან თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მან კარგი ფორმა უნდა შეინარჩუნოს. კვარა აბსოლუტურად შეუდარებელია და არ იყიდება“, – განაცხადა ჯუნტოლიმ.
ამ პასუხის მიუხედავად, „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს ეს კითხვა დაუსვეს – „ამბობენ, რომ „ნაპოლი“ მზადაა კვარას გაყიდვასთან ერთად სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო მიიღოს. რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედში“ არც თუ ისე კარგი ვითარებაშია და საქმე იქამდეც მივიდა, რომ გუნდი მზად არის გაუშვას“.
„ამ მომენტში ჩვენ სატრანსფერო ბაზარზე არ ვფიქრობთ. ამაზე რომ დავფიქრდე, ვიტყოდი, რომ არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ, რადგან ვერ ვხედავ, რა უნდა გამოსწორდეს, ახლა „ნაპოლიში“ შესაცვლელი არაფერია – ეს არის სიმართლე. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და დღეს არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ“, – ამბობს „ნაპოლის“ ერთ-ერთი ხელმძღვნელი.
„მისი სახელის წარმოთქმა და დაწერა რთულია, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია ამ სეზონში მართლაც სენსაციური მოთამაშე გახდა. ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც „ნაპოლი“ ამ სეზონში ასეთი გამორჩეული გუნდია. 21 წლის გარემარბი ლუჩანო სპალეტის გუნდის სენსაციად იქცა და წარმატების გასაღები გახდა. როგორც იტალიაში, ასევე ევროპაში, „ნაპოლიმ“ მოახერხა პირველი გამხდარიყო 2022/23 სეზონის დაწყების შემდეგ. გასაკვირი არ არის, რომ ევროპის სხვა ნაწილების სხვადასხვა დიდმა კლუბებმა დაიწყეს კვარათი დაინტერესება – მათ შორის „მანჩესტერ სიტიმ“, – ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი goal.com წერს.