იტალიური საფეხბურთო კლუბი ნაპოლი ბელგიური „გენკის“ ნახევარმცველ სანდერ ბერგეთია დაინტერესებული.
21 წლის ნორვეგიელი იტალიურ კლუბში შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდეს, იტყობინება იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“.
სანდერ ბერგე ხოსე კალეხონის ან დრის მერტენსის შემცვლელად მოიაზრება, რომლებსაც ნეაპოლურ კლუბთან ჯერჯერობით ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებიათ და მათი კლუბში დარჩენა საეჭვოა.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა „გენკის“ რიგებში 19 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.