„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, დიდი ალბათობით, მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსთან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტს არ გააგრძელებს. გატუზოს ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად ლუჩანო სპალეტი სახელდება, – წერს Calciomercato.it.
გატუზომ „ნაპოლი“ გასული წლის დეკემბერში კარლო ანჩელოტის განთავისულების შემდეგ ჩაიბარა. ამ ცვლილებით გუნდის შედეგები არ გაუმჯობესებულა და ნეაპოლელები 23 ტურის შემდეგ სერია A-ში მე-11 ადგილზეა არიან.