„ნაპოლი“ დრის მარტენსმა დატოვა #1TVSPORT
„ნაპოლი“ დრის მარტენსმა დატოვა #1TVSPORT

„ნაპოლიმ“ კლუბიდან დრის მარტენსის წასვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა – ნეაპოლელთა ბელგიელ ლეგიონერს იტალიურ  კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მოიპოვა.

როგორც ევროპულ პრესაში იუწყებიან, მარტენსის შეძენით „რომა“ და „მარსელი“ არიან დაინტერესებულები.

„ნაპოლის“ დრის მარტენსი 2013 წლიდან თამაშობდა. ბელგიელმა ამ პერიოდში 295 მატჩი ჩაატარა და 113 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია ნეაპოლური კლუბის ისტორიაში.