ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ნაპოლის“ მცველი ელსეიდ ჰისაი, შესაძლოა რომში გადავიდეს, „რომას“ ფეხბურთელი რიკ კარსდორპი კი ნეაპოლელთა რიგებს შეუერთდეს, – იუწყება Calciomercato.
ჰისაის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2021 წელს იწურება. მიმდინარე სეზონში ალბანელმა მცველმა იტალიის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
კარსდროპი კი იჯარის წესით „ფეინოორდში“ ასპარეზობდა, ითამაშა 24 მატჩი, გაიტანა ორი ბურთი და ხუთი საგოლე პასი გააკეთა.