„ნაპოლი“ და „გალათასარაი“ ვიქტორ ოსიმენის ერთწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ #1TVSPORT
„ნაპოლი“ და „გალათასარაი“ ვიქტორ ოსიმენის საიჯარო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმდნენ, – ინფორმაციას „სქაი იტალია“ ავრცელებს.
შეთანხმების მიხედვით, ნიგერიელი თავდამსხმელი თურქულ კლუბში იჯარის წესით ერთ სეზონს გაატარებს, ხოლო მის ხელფასს, 9-10 მილიონ ევროს სრულად „გალათასარაი“ დაფარავს.
საბოლოო გადაწყვეტილება ახლა 25 წლის ფეხბურთელმა უნდა მიიღოს, რომელიც სერია A-ს განაცხადშიც ვერ მოხვდა და იანვრამდე „ნაპოლის“ რიგებში თამაშს ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო „ფანჯრის“ მიწურულს იტალიური კლუბი ახლოს იყო, ოსიმენი „ჩელსიში“ ან არაბულ „ალ ჰილალში“ გაეშვა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.
ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის“ რიგებში 133 მატჩი ჩაატარა და 76 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად მან 2023 წელს იტალიის ჩემპიონატი მოიგო.