უეფამ იტალიურ ნაპოლის საკუთარ სტადიონ სან პაოლოზე ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩების ჩატარება აუკრძალა. ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.
„სან პაოლოს სტადიონი არ შეესაბამება სტანდარტებს, რომლებსაც უეფა ითხოვს. ამიტომ, საშინაო შეხვედრებს ნაპოლი სახლიდან 550 კილომეტრში ჩაატარებს, კერძოდ, ბოლონიის რენატო დალ-არას სტადიონზე“, – წერს ვებგვერდი.
ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გულშემატკივრებს პირდება, რომ ორ წელიწადში ახალი სტადიონის ასაშენებლად საკუთარი ჯიბიდან გაიღებს თანხებს.