ინგლისური „ბორნმუთის“ ნახევარმცველი ჰამედ ტრაორე კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს.
იტალიელი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა უკვე მოამზადეს ყველა დოკუმენტი ტრანსფერისთვის. იტალიის ჩემპიონი 23 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანს, რის შემდეგაც მისი 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.
კოტდივუარელი ნახევარმცველი უახლოეს დღეებში გაივლის აუცილებელ სამედიცინო შემოწმებას.
„ბორნმუთმა“ 2023 წლის ზაფხულში 25 მილიონ ევროდ შეიძინა ტრაორე „სასუოლოდან“. ამ სეზონში მან ექვსი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.