„ნაპოლი“ ახლოსაა, იჯარის წესით ამედ ტრაორე დაიმატოს #1TVSPORT
„ნაპოლი“ ახლოსაა, იჯარის წესით ამედ ტრაორე დაიმატოს #1TVSPORT

ბრიტანული სპორტული მედიის ინფორმაციით, იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ იანვრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს „ბორნმუთის“ კოტ-დივუარელ შემტევ ნახევარმცველს, ამედ ტრაორეს იჯარით დაიმატებს.

23 წლის ტრაორემ გასული სეზონი „ბორნმუთში“ იჯარის წესით „სასუოლოდან“ გაატარა, ხოლო 2023 წლის ზაფხულში ის პრემიერლიგის კლუბმა 21 მილიონ ფუნტად გამოისყიდა და მასთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, თუმცა მთავარი მწვრთნელი ანდონი ირაოლა ტრაორეს ნაკლებ სათამაშო დროს აძლევს.

მიმდინარე სეზონში ტრაორემ მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა „ბორნმუთის“ რიგებში. დეკემბერში ის მალარიით დაინფიცირდა, სათამაშო ფორმა ვერ აღიდგინა და ვერც საკუთარი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა აფრიკის თასზე.

ამედ ტრაორეს თამაში შეუძლია როგორც ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე. სისწრაფე მოედანზე მის მთავარ უპირატესობად ითვლება.

„ნაპოლის“ გარდა, ფეხბურთელის იჯარის წესით დამატება „მილანსა“ და „რომასაც“ სურთ, თუმცა სატრანსფერო ბრძოლაში ფავორიტი „პარტენოპეია“ და, სავარაუდოდ, ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მალე მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა იანვარში „სალერნიტანადან“ ოთხ მილიონ ევროდ მარჯვენა მცველი პასკუალე მაძოკი შეიძინა.