იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბენფიკას“ ბრაზილიელი გარემარბი დავიდ ნერეში ახლოს არის „ნაპოლიში“ გადასვლასთან. ამ მომენტისთვის მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს ათანხმებენ. ნერეში იტალიურ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გასულ სეზონში დავიდ ნერეშმა 24 მატჩი ჩაატარა „ბენფიკას“ შემადგენლობაში, ხუთი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ მიმდინარე სატრანსფერო „ფანჯრის“ მსვლელობისას ალესანდრო ბონჯორნო, რაფა მარინი და ლეონარდო სპინაცოლა დაიმატა.