ნაომი ოსაკა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი გახდა
ნაომი ოსაკა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი გახდა

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (WTA) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. იაპონელმა ნაომი ოსაკამ ტოპ-ათეულში  კარიერაში პირველად შეაღწია. მან აშშ-ის ღიას ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა, რისი წყალობითაც 12 პოზიცია მოიგო და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა რეიტინგში პირველი ადგილი შეინარჩუნა. შარშანდელი ჩემპიონი სლოან სტივენსი კი მესამე ადგილიდან მეცხრემდე დაქვეითდა.

WTA. TOP10

1(1). ჰალეპი (რუმინეთი) – 8 061
2(2). ვოზნიაცკი (დანია) – 5 975
3(4). კერბერი (გერმანია) – 5 425
4(6). გარსია (საფრანგეთი) – 4 725
5(5). კვიტოვა (ჩეხეთი) – 4 585
6(7). სვიტოლინა (უკრაინა) – 4 555
7(19). ოსაკა (იაპ) – 4 115
8(8). კარ. პლიშკოვა (ჩეხეთი) – 4 105
9(3). სტივენსი (აშშ) – 3 912
10(10). ოსტაპენკი (ლატვია) -3 787