ნანა ალექსანდრიას თასი გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT
ნანა ალექსანდრიას თასი გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა #1TVSPORT

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრების, გიგა ყუფარაძის და ლევან ფანცულაიას პირველობით დასრულდა ფოთში გამართული რიგით XVII საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის, ნანა ალექსანდრიას თასის 2024 წლის გათამაშება.

ქართველმა დიდოსტატებმა 9-იდან 7 ქულა დააგროვეს და ნახევარი ქულით გაასწრეს უახლოესს კონკურენტებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი პირველობა ყუფარაძემ დაისაკუთრა.

ფესტივალი 11 ტურნირად გაიმართა სხვადასხვა კატეგორიაში და მისი საპრიზო ფონდი 60 000 ლარს შეადგენდა. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდა და მასში 14 ქვენის 450-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა.