ნაკრებმა ორკარა ითამაშა - ანდორელები თბილისში ერთხელ ივარჯიშებენ
ნაკრებმა ორკარა ითამაშა - ანდორელები თბილისში ერთხელ ივარჯიშებენ

ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები მზადებას თბილისში აგრძელებს.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ჩვენმა ფეხბურთელებმა დღის პირველ ნახევარში სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშეს. დღის მეორე ნახევარში კი ვლადიმირ ვაისმა ფეხბურთელები ბურთით დატვირთა და გუნდმა ორმხრივი თამაში გამართა. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი მომავალი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს – ანდორის ნაკრების დელეგაცია თბილისში 11 ოქტომბერს გვესტუმრება. უცნაურია, რომ სტუმრები საქართველოში ერთადერთხელ ივარჯიშებენ – ანდორა 12 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ ივარჯიშებს.