ნაკრების ფეხბურთელებს არ უთამაშიათ - კვეკვესკირი და კაკაბაძე სათადარიგოებში დატოვეს #1TVSPORT
ნაკრების ფეხბურთელებს არ უთამაშიათ - კვეკვესკირი და კაკაბაძე სათადარიგოებში დატოვეს #1TVSPORT

პოზნანისლეხი“ პოლონეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში გასვლაზე მელეცშისტალს“ ესტუმრა და ფრე ითამაშა. სამწუხაროდ, ნიკა კვეკვესკირს არ უთამაშია.

უცნობია, რამ გამოიწვია საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის უთამაშებლობა. 29 წლის კვეკვესკირი გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ მთელ თამაშს სათადარიგოთა სკამიდან უყურებდა.

სეზონის დასაწყისში ნიკა კვეკვესკირი გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, მაგრამ მერე სათადარიგოებში გადაინაცვლა. სამწუხაროდ, ავარია მოუვიდა და მწვრთნელმა მაცეი სკორცამ მაშინ თქვა, რომ ქართველი მოთამაშისადმი ნდობა შეერყა. არადა, ნაკრებში ჩამოსულ გამოცდილ მოთამაშეს კოსოვოსთან გასვლით შეხვედრაში ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. მატჩი კი 0:0 დასრულდა.

ასევე არ უთამაშია ოთარ კაკაბაძეს „კრაკოვიაში“ რომელმაც საშინაო არენაზე „რადომიაკს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი ნოემბრის სანაკრებო შეკრებას უთამაშებელი ხვდება.

13 ტურის შემდეგ „ლეხი“ 28 ქულით პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო „კრაკოვია“ 17 ქულით მე-8 პოზიციაზეა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მოთამაშის, ვაკო გვილიასრაკუვი“ ტურის შეხვედრას ხვალ „გურნიკთან“ გამართავს.