ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი - ცნობილი გახდა მესისა და „ბარსელონას“ კონტრაქტის ფინანსური დეტალები
ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი - ცნობილი გახდა მესისა და „ბარსელონას“ კონტრაქტის ფინანსური დეტალები

ესპანური გამოცემა El Mundo ამტკიცებს, რომ კატალონიური გრანდისა და მისი არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის კონტრაქტის ფინანსური დეტალები შეიტყო.

წყაროს ინფორმაციით, 2017 წელს „ბარსელონასა“ და ლიონელ მესის შორის გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტოა.

2017 წლის 30 ივნისიდან კონტრაქტის ამოწურვამდე კატალონიურ კლუბი არგენტინელ ფორვარდს 555 237 619 ევროს გადაუხდის, დღემდე კი ლიონელმა „ბარსელონასგან“ უკვე მიიღო 511 540 545 ევრო.

შეგახსენებთ, რომ მესის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ მალე იწურება და ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

როგორც ცნობილია, ლიონელ მესისა და „ბარსელონას“ მომავალი თანამშრომლობის საკითხი კატალონიური კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გაირკვევა.