ნაინგოლანი „ინტერის“ პირველ გუნდს ჩამოაშორეს
ნაინგოლანი „ინტერის“ პირველ გუნდს ჩამოაშორეს

მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი გაურკვეველი ვადით ჩამოშორებულია პირველ გუნდთან ვარჯიშებს. „ეს გადაწყვეტილება დისციპლინარულ მიზეზებს უკავშირდება“, – წერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სხვა დეტალებს „ინტერი“ არ ადასტურებს, მაგრამ „ფუტბოლ იტალიამ“ (Football Italia) დაამატა, რომ ბელგიელმა გასულ კვირას რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა. შესაძლოა, ამგვარი საქციელი უკავშირდებოდეს იმას, რომ რამდენიმე დღის წინ, ნაინგოლანს საბანკო მაქინაციების მეშვეობით 150 ათასი ევრო მოპარეს.

ასე რომ, ნაინგოლანი ნებისმიერ შემთხვევაში გამოტოვებს „ნაპოლისთან“ შეხვედრას 26 დეკემბერს.
სხვათა შორის, ბელგიელი ფეხბურთს 2018 წლის იანვარშიც ჩამოაცილეს. მაშინაც მან ვარჯიშები გააცდინა და „ინსტაგრამში“ განათავსა ვიდეო, რომელშიც ნასვამ მდგომარეობაში უწმაწურ სიტყვებს გაიძახის.

ნაინგოლანს, ასევე დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია.