„ნაიკმა" პრემიერლიგისთვის განკუთვნილი ბურთი წარმოადგინა
„ნაიკმა" პრემიერლიგისთვის განკუთვნილი ბურთი წარმოადგინა

კომპანია „ნაიკმა” წარმოადგინა საფეხბურთო ბურთის ახალი მოდელი, რომლითაც ინგლისის ჩემპიონატში ითამაშებენ.

ბურთის სახელწოდებაა – Nike Flight. მას ერთიანი კონსტრუქცია აქვს, რომელიც ოთხი პანელისგან შედგება. ამან საშუალება მისცა შემქმნელებს 40 პროცენტით შეემცირებინათ ნაკერების რაოდენობა, ვიდრე 12-პანელიან მოდელზე იყო. ამის წყალობით, მოთამაშეებს დარტყმისთვის უფრო დიდი ზედაპირი ექნებათ.

Nike Flight-ის მთავარი თავისებურებაა – ღარები, რამაც უფრო მეტი აეროდინამიკა უნდა შესძინოს ბურთს. მათი დახმარებით, ჰაერის ნაკადები ბურთის გარშემო მოძრაობს, მაგრამ არ იპყრობს მის ზედაპირს.

„კონსტრუირება დაიწყო კვადრატული ფორმის ღარებით, – განაცხადა „ნაიკის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კირან რონანმა. – თანდათან ჩვენ ვცვლიდით ღარის ფორმა, ვამატებდით სკულპტურულ ელემენტებს, ვიკვლევდით მრავალ ელემენტს, რათა შეგვექმნა ერთი გეომეტრიული სურათი, რომელიც უფრო სტაბილურსა და პროგნოზირებადს გახდიდა ბურთის ტრაექტორიას”.

ბურთს Nike Flight-ს რვა წელი ქმნიდნენ, მის გამოცდაზე 1700 საათი დაიხარჯა. ტესტირებაში 800-ზე მეტმა პროფესიონალმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობდა.

კომპანიის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ მაღაზიებში Nike Flight 15 ივლისს გამოჩნდება. ის უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე წინასწარი შეკვეთისთვის. ღირებულება 139 ევროს შეადგენს.