ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებში ნოიერის დაბრუნებას გამორიცხავს და ტერ შტეგენის გამოჯანმრთელებას ელოდება #1TVSPORT
ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებში ნოიერის დაბრუნებას გამორიცხავს და ტერ შტეგენის გამოჯანმრთელებას ელოდება #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა მის გუნდში „ბაიერნის“ მეკარის მანუელ ნოიერის შესაძლო დაბრუნებაზე.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, რომელიც ნოიერის წასვლის შემდეგ გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე გახდა, რთული პერიოდი აქვს „ბარსელონაში“. მან დაკარგა ძირითადი მეკარის სტატუსი კატალონურ კლუბში, ჩამოართვეს კაპიტნის სამკლავური და ზურგზე ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც 3-4 თვით გამოვიდა მწყობრიდან.

აღნიშნავენ, რომ ნოიერი უარს არ ეტყვის გერმანიის ნაკრების დამრიგებელს, თუ ის ფეხბურთელს გუნდში დაბრუნებას სთხოვს.

„მე ვვარაუდობ, რომ მარკი დეკემბერში დაბრუნდება, შემდეგ ორ მატჩს გამართავს ნაკრებში, შემდეგ ივნისში ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ის ჩვენი პირველი ნომერია, როცა ფორმაში იმყოფება. მანუმ ძალიან კარგად ითამაშა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგნებულად მივიღეთ. ამ მომენტისთვის არ არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ის დაბრუნდება“, – მოჰყავს ნაგელსმანის სიტყვები Sky Sport-ს.