ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში, „ბარის არენაზე“ გაიმართა საქველმოქმედო მატჩი სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ესპანელ რაფაელ ნადალს შორის.
პირველი სეტი ნადალმა მოიგო 6:3, მეორეში იგივე ანგარიშით გაიმარჯვა ჯოკოვიჩმა. საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვლინდა ტაი-ბრეიკზე, რომელიც ესპანელმა 11:9 მოიგო.
მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები ნურ-სულთანში საჩვენებელი მატჩის ჩასატარებლად ჩავიდნენ, რომლისგანაც შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. ვიზიტის დროს, ჩოგბურთელები შეხვდნენ ყაზახეთის პრეზიდენტს ქასიმ-ჟომარტომ ტოკაევს და ყოფილ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს. სერბმა და ესპანელმა მასტერ-კლასები ჩაატარეს ყაზაბი ბავშვებისთვის.